07 ოქტომბერი 2024,   00:31
ვრცლად
ანტალიაში ქურდობის ბრალდებით 5 ქართველი დააკავეს

თურქეთში 5 ქართველი ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ანტალიაში 5 ადამიანი მანქანების მოპარვისა და სახლების ძარცვის ბრალდებით დააკავეს. დაკავებულებს შორის ერთი ქალია.

5 ქართველის დაკავების ინფორმაციას თურქული მედიასაშუალებები ავრცელებენ.

მედიის ცნობით, სამართალდამცავებმა სახლებში დაყენებული სათვალთვალო კამერების მეშვეობით მოახდინეს მათი იდენტიფიცირება.

დაკავებულები ამჟამად ანტალიის პოლიციაში არიან გადაყვანილი. 

თურქეთში საქართველოს საელჩოს მრჩევლის, გელა ჯაფარიძის განცხადებით, დაკავებულები წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან.

„საელჩო მუდმივ კონტაქტზეა ანტალიის პოლიციასთან. შემდეგ უკვე ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ სასამართლოზე ჩვენი მოქალაქეები უზრუნველყოფილი იქნენ კვალიფიციური თარჯიმნით,“ - აცხადებს გელა ჯაფარიძე.

მან ასევე დაკავებულების დაცვით უზრუნველყოფაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაკავებულებსა და მათი ოჯახის წევრებს ამ კუთხით დახმარებისთვის ჯერ მათთვის არ მიუმართავთ.

„ჩვენთვის არ მოუმართავთ ადვოკატთან დაკავშირებით ჩვენს მოქალაქეებს. იმ შემთხვევაში თუ ჩვენი მოქალაქეები ან მათი ოჯახის წევრები ჩვენ მოგვმართავენ, თუ უნდათ მათ, კერძოდ დაიქირაონ ადვოკატი, ამ შემთხვევაში, ჩვენ ვეცდებით, დავეხმაროთ. თუმცა, თუ მათ არ ექნებათ ამის საშუალება, ამ შემთხვევაში ჩვენი მოქალაქეები არ დარჩებიან ადვოკატის გარეშე. მათ დაენიშნებათ სახაზინო წესით ადვოკატი,“ - განაცხადა გელა ჯაფარიძემ.

 

 

დღის ამბები