07 ოქტომბერი 2024,   00:34
ვრცლად
იერუსალიმში მომხდარ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო

იერუსალიმში მომხდარ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. დაჯგუფებამ ამის შესახებ წერილობითი განცხადება გაავრცელა.

თავდასხმები თითქმის ერთდროულად ორ სხვადასხვა ადგილას მოხდა. ერთმა პალესტინელმა დანით საგუშაგოსთან 23 წლის პოლიციელი ქალი მოკლა, მეორე კი, დაჭრა. თავდამსხმელი საპასუხო სროლის დროს მოკლეს.

კიდევ ორმა პალესტინელმა კი, ცეცხლი სამართალდამცველთა ჯგუფს გაუხსნა, თუმცა ამ შემთხვევას მხოლოდ თავდამსხმელები ემსხვერპლნენ.

გამოძიების ცნობით, ამ ეტაპზე ეჭვმიტანილების "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირის მტკიცებულება არ არსებობს. 

დღის ამბები