07 ოქტომბერი 2024,   00:26
ვრცლად
ამერიკელმა სამართალდამცველებმა კერი ფიშერის გარდაცვალების ძირითადი მიზეზი დაასახელეს

ამერიკელმა სამართალდამცველებმა კერი ფიშერის გარდაცვალების ძირითადი მიზეზი დაასახელეს. მთავარი ვერსიის თანახმად, 60 წლის მსახიობი ძილში სუნთქვის უკმარისობის შედეგად დაიღუპა, თუმცა დოკუმენტში სავარაუდო მიზეზებად, გულის დაავადება და ნარკოტიკების მოხმარებაც სახელდება.

კერი ფიშერი ლოს ანჯელესის საავადმყოფოში გულის შეტევის შედეგად გადაიყვანეს, რომელიც მან ლონდონიდან შეერთებულ შტატებში დაბრუნების დროს გადაიტანა. მსახიობი ჰოსპიტალიზაციიდან რამდენიმე დღეში ისე გარდაიცვალა, რომ გონზე არ მოსულა. 

დღის ამბები