07 ოქტომბერი 2024,   00:22
ვრცლად
ტყის ხანძრები პორტუგალიაში - ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა

მსხვერპლი მოჰყვა ტყის ხანძრებს პორტუგალიაში. სტიქია ქვეყნის ცენტრალურ რეგიონებს უტევს. ბოლო მონაცემებით, ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა. მათი უმრავლესობა იმ დროს დაიღუპა, როდესაც მანქანებით სტიქიის ზონიდან თავის დაღწევას ცდილობდა. დაშავებულია ათობით ადამიანი, მათ შორის მეხანძრეებიც.

სამაშველო სამუშაოებში 1700-მდე მეხანძრე მონაწილეობს. ჯერჯერობით უცნობია ტყის ხანძრების გამომწვევი ზუსტი მიზეზი, თუმცა ბოლო რამდენიმე დღეა პორტუგალიაში გაუსაძლისი სიცხეებია. ზოგიერთ რაიონში ჰაერის ტემპერატურამ 40 გრადუსს გადააჭარბა.

დღის ამბები