07 ოქტომბერი 2024,   00:31
ვრცლად
იაპონიის სანაპიროსთან გემების შეჯახების შედეგად დაკარგული 7 ამერიკელი სამხედროს ცხედარი იპოვეს

იაპონიის სანაპიროსთან გემების შეჯახების შედეგად დაკარგული ამერიკელი სამხედროები გარდაცვლილები იპოვეს. 7-ვე ცხედარს სამხედრო ხომალდის დატბორილ განყოფილებაში მიაგნეს. გარდაცვლილები იდენტიფიცირებისთვის იოკო-სუკის ბაზის ჰოსპიტალში გადაასვენეს.

შემთხვევა იაპონიის სანაპიროსთან გუშინ მოხდა. ამერიკული რაკეტგამანადგურებელი ხომალდი ფილიპინების დროშის ქვეშ მცურავ სატვირთო გემს შეეჯახა. შედეგად სამხედრო ხომალდი სერიოზულად დაზიანდა, თუმცა პორტამდე დახმარების გარეშე მიაღწია.

ხომალდის ეკიპაჟი 337 ადამიანისგან შედგებოდა. გემების შეჯახების მიზეზი ამ დრომდე არ სახელდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები