07 ოქტომბერი 2024,   00:34
ვრცლად
ლონდონში მომხდარ თავდასხმას 1 ადამიანი ემსხვერპლა - განიხილება ტერაქტის ვერსია

ამ წუთებში კვლავ მობილიზებულია პოლიცია დიდი ბრიტანეთის დედაქალაქის გარეუბანში, სადაც თვდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. საავადმყოფოებში 8 დაშავებულია გადაყვანილი. შემთხვევა ლონდონში გვიან ღამით მოხდა. ადგილობრივი მეჩეთის სიახლოვეს, მანქანა ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა.

თვითმხილველთა ინფორმაციით, მძღოლმა მანქანა ფეხით მოსიარულეებს შეგნებულად დაუმიზნა, მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ კი გაიძახოდა, რომ ყველა მუსლიმის მოკვლა სურდა.

მძღოლი უკვე დააკავეს სამართალდამცველებმა. ამ წუთებში გადაკეტილია მეჩეთის მიმდებარე ტერიტორია.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის განცხადებით, გამოძიება შესაძლო ტერაქტის ვერსიას განიხილავს. 

დღის ამბები