07 ოქტომბერი 2024,   00:28
ვრცლად
თავდასხმა მალის საკურორტო ზონაში - ცეცხლი შეიარაღებულმა ჯგუფმა გახსნა

თავდასხმა მოხდა მალის საკურორტო ზონაში. დედაქალაქ ბამაკოს გარეუბანში მდებარე დასასვენებელ კომპლექსში, რომელიც ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს, ცეცხლი შეიარაღებულმა ჯგუფმა გახსნა.

დაიღუპა ორი ადამიანი, 32 მძევალი კი მალელმა სპეცრაზმელებმა, გაეროს მისიის სამხედროების დახმარებით, გადაარჩინეს.

დაღუპულთაგან ერთი საფრანგეთის მოქალაქეა. შეტაკების დროს სამართალდამცველებმა 4 თავდამსხმელიც მოკლეს.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

დღის ამბები