07 ოქტომბერი 2024,   00:27
ვრცლად
პორტუგალიაში მასშტაბურ ხანძარს 62 ადამიანი ემსხვერპლა

პორტუგალიაში მასშტაბური ხანძრის შედეგად დაღუპულებს გლოვობენ. სტიქიას, ბოლო მონაცემებით, 62 ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ 60-მდე კი დაშავდა. დაღუპულებს შორის 4 ბავშვია. ცხედრების უმეტესობა მაგისტრალზე, დამწვარ მანქანებში იპოვეს.

არ გამორიცხავენ, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა კიდევ გაიზარდოს, რადგან რამდენიმე ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა.

ხანძრის შედეგად დაზარალებულებს ფსიქოლოგიური დახმარება უტარდებათ, მეხანძრეები კი სტიქიასთან ბრძოლას განაგრძობენ. მათ დასახმარებლად ცენტრალურ რეგიონებში ქვეყნის ხელისუფლებამ არმიის ორი ქვედანაყოფი გაგზავნა.

ამავე თემაზე
დღის ამბები