22 დეკემბერი 2024,   17:16
ვრცლად
უმრავლესობის წევრები პირად საუბრებში ღლიცინებენ ამ თემაზე - გიგი უგულავა საკონსტიტუციო მონარქიაზე საუბრობს

პარტია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” გენერალური მდივანი, გიგი უგულავა მმართველი გუნდის განცხადებებს საკონსტიტუციო მონარქიასთან დაკავშირებით, „ფარისევლურს“ უწოდებს.

ის აცხადებს, რომ „წმინდა ოჯახის“ შენახვა საქართველოს ძალიან ძვირი დაუჯდება და ეს მიუღებელია არსებულ ეკონომიკურ პირობებში.

„დაახლოებით სახელმწიფოს 10-15 მილიონი ლარი შეიძლება დაუჯდეს ასეთი წმინდა ოჯახის შენახვა, რაც ამორალურია, როდესაც ამდენი გაჭირვებული და მადენი პრობლემაა ქვეყანაში, ამიტომ ეს არის არარეალიზებადი პროექტი. აბსოლუტურად ამაზრზენია და პირდაპირ ვიტყვი, ფარისევლურია უმრავლესობის განცხადებები, რაც მოვისმინე, დაწყებული ვოლსკიდან და დამთავრებული კობახიძეთი, რომელმაც ჯეკპოტი მოხსნა. ჩვენ კარგად ვიცით, ეს ადამიანები პირად საუბრებში ღლიცინებენ ამ თემაზე, გამოდიან და ლოყებდაბერილი ამბობენ ამ თემაზე, რომ ხალხს უნდა ვკითხოთო,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები