07 ოქტომბერი 2024,   00:35
ვრცლად
პარიზში მომხდარი ინციდენტი სამართალდამცველებზე მიზანმიმართული თავდასხმა იყო - საფრანგეთის შს მინისტრი

პარიზში გუშინ მომხდარი ინციდენტი სამართალდამცველებზე მიზანმიმართული თავდასხმა იყო. განცხადებას ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკეთა. ელისეს მინდვრებზე დიდი სიჩქარით მიმავალი მანქანა პოლიციის ფურგონს შეეჯახა, რომელსაც ცეცხლი მოედო. მძღოლი ადგილზე დაიღუპა.

სამართალდამცველებმა მის ავტომობილში ცეცხლსასროლი იარაღი და გაზის ბალონები აღმოაჩინეს. უსაფრთხოების მიზნით ახლოს მდებარე შენობებიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა.

კონტრტერორისტული სამსახურის განცხადებით, თავდამსხმელის ვინაობა დადგენილია. მომხდარისთვის ტერაქტის კვალიფიკაცია ჯერ არ მიუნიჭებიათ.



დღის ამბები