07 ოქტომბერი 2024,   00:30
ვრცლად
ვენესუელაში საპროტესტო აქცია პოლიციასთან დაპირისპირებით დასრულდა

პოლიციასთან დაპირისპირებით დასრულდა მორიგი საპროტესტო აქცია ვენესუელაში. რამდენიმე ათასი ადამიანი მოქმედი პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს გადადგომის მოთხოვნით ქუჩებში გამოვიდა. დემონსტრანტებმა სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს.

აქციის დასაშლელად ადგილზე მობილიზებულმა ეროვნული გვარდიის მებრძოლებმა ხელკეტები და ცრემლსადენი აირი გამოიყენეს. არიან დაშავებულები.

პრეზიდენტის საწინააღმდეგ საპროტესტო აქციების ტალღა კარაკასში სამი თვის წინ დაიწყო.

დღის ამბები