07 ოქტომბერი 2024,   00:23
ვრცლად
ნატო-მ ბალტიისპირეთსა და პოლონეთში 4 მრავალეროვნული ბატალიონი განალაგა

ნატო-მ ბალტიისპირეთსა და პოლონეთში 4 მრავალეროვნული ბატალიონი განალაგა. 4 ახალი ქვედანაყოფი აღმოსავლეთ ფლანგზე ალიანსმა რუსეთის შესაკავებლად ჩამოაყალიბა.

პროცესი დღეს ლიტვაში გერმანიის სამხედრო კონტინგენტის განლაგებით დასრულდება. ცერემონიას ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი, პირადად დაესწრება. ლიტვაში ნატო-ს გენერალური მდივანი ლატვიიდან გაემგზავრა, სადაც მონაწილეობა მიიღო კანადის კონტინგენტის დახვედრის ცერემონიაში.

ლატვიაში დისლოცირებულ მრავალეროვნულ ბატალიონს კანადა უხელმძღვანელებს.

სტოლტენბერგის განცხადებით, 4 ახალი ბატალიონი 4 ათასზე მეტი სამხედროსგან ჩამოყალიბდა და მათი რიცხვის გაზრდა ამ ეტაპზე არ იგეგმება.

დღის ამბები