07 ოქტომბერი 2024,   00:27
ვრცლად
ბრიუსელში მომხდარ აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა

ბრიუსელში მომხდარ აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა. შემთხვევა ადგილობრივი დროით საღამოს 09:00 საათზე, ცენტრალური რკინიგზის სადგურზე მოხდა.

პოლიციელებმა ადგილზე ერთი ადამიანი მოკლეს, მას შემდეგ რაც მან ხალხმრავალ სადგურზე მცირე ზომის ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა.

აფეთქების მომენტის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა. თავდამსხმელს ეგრეთწოდებული შაჰიდის ქამარი ეკეთა და სხვადასხვა ტიპის ასაფეთქებელი მოწყობილობებიც ჰქონდა, რომელთა განაღმვა სპეციალისტებმა ადგილზე შეძლეს.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სამართალდამცველებმა შენობიდან ხალხი დროულად გაიყვანეს. ამ დროისთვის თავდამსხმელის ვინაობა არ ხმაურდება. არ არის ცნობილი, იყო თუ არა იგი კავშირში რომელიმე ტერორისტულ დაჯგუფებასთან.

“დაახლოებით 8:30 საათზე ბრიუსელის ცენტრალურ სადგურზე აფეთქება მოხდა. ეჭვმიტანილს ადგილზევე სამხედრო მოსამსახურეებმა ესროლეს, რომლებიც უსაფრთხოებას უზრუნველყოფდნენ. ამ დროისთვის უცნობია ცოცხალია თუ არა თავდამსხმელი. სადგურზე მყოფი ადამიანებიდან არავინაა დაშავებული. ინციდენტი განიხილება როგორც ტერორისტული აქტი,”-განაცხადა ბელგიის ფედერალური პროკურორ სპიკერმა ერიკ ვან დერ სეფთიმ.  

ამავე თემაზე
დღის ამბები