07 ოქტომბერი 2024,   00:31
ვრცლად
ტერაქტი სომალიში - 10 დაღუპული და 20-ზე მეტი დაშავებული

სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა ტერაქტს სომალიში. ქვეყნის დედაქალაქში დანაღმული მანქანა, რომელსაც თვითკვლელი ტერორისტი მართავდა, სამთავრობო შენობების მახლობლად აფეთქდა. დაშავებულია 20-ზე მეტი ადამიანი. დანგრეულია შენობები. ადგილზე სამაშველო სამსახურები იყო მობილიზებული. დაღუპულთა უმრავლესობა მშვიდობიანი მოსახლეა. ტერაქტზე პასუხისლმეგლობა დაჯგუფება "ალ-შაბააბმა" აიღო.

დღის ამბები