07 ოქტომბერი 2024,   00:22
ვრცლად
ტერაქტის მცდელობა ბრიუსელის ცენტრალურ რკინიგზის სადგურში - თავმდასხმელის ვინაობა ცნობილია 

თავდამსხმელი, რომელმაც ბრიუსელის ცენტრალურ რკინიგზის სადგურში ტერაქტის მოწყობა სცადა, მაროკოელი იყო და მოლენბეკის დასახლებაში ცხოვრობდა. სამართალდამცველებმა მისი ვინაობა უკვე დაადგინეს. 37 წლის მამაკაცმა სადგურში ჯერ ასაფეთქებელ მოწყობილობა აამოქმედა, შემდეგ კი თავის აფეთქებასაც აპირებდა, მაგრამ ის სამართალდამცველებმა მოკლეს. აფეთქების შედეგად მგზავრების მხრიდან არავინ დაშავდა. მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭეს. მოლენბეკის დასახლებაში რეიდები დაიწყო, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე კი დაცვა გააძლიერეს. მომხდარის მიუხედავად როკ-ჯგუფი "Coldplay " დღეს ბრიუსელის სტადიონზე კონცერტს გამართავს.

„დაახლოებით 9-ის ნახევარზე ბრიუსელის ცენტრალურ სადგურზე აფეთქება მოხდა, ეჭვმიტანილს ადგილზე გაუხსნეს ცეცხლის სამხედროებმა, რომლებიც სადგურზე უსაფრთხოებას უზრუნველყოფდნენ. მგზავრებს შორის არავინ დაშავდა, ინციდენტს ტერაქტად განვიხილავთ,“ - განაცხადა ბელგიის ფედერალური პროკურატურის სპიკერმა ერიკ ვან დერ სეფთიმ.

 

დღის ამბები