07 ოქტომბერი 2024,   00:22
ვრცლად
შეერთებული შტატების სამხრეთ რეგიონებს ძლიერი შტორმი დაატყდა თავს

შეერთებული შტატების სამხრეთ რეგიონებს ძლიერი შტორმი დაატყდა თავს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სტიქიას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. რამდენიმე ქალაქში დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, შეფერხებულია საავტომობილო და სარკინიგზო მიმოსვლა.

ტეხასის, ფლორიდისა და მისისიპის შტატების ხელისუფლება მოსახლეობას მოსალოდნელი წყალდიდობის შესახებ აფრთხილებს. ლუიზიანის შტატში კი, საგანგები მდგომარეობა გამოცხადდა.

სამაშველო სამსახურები საჭიროების შემთხვევაში, მოსახლეობის ევაკუაციისთვის ემზადებიან.

დღის ამბები