07 ოქტომბერი 2024,   00:32
ვრცლად
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჯეიმს კომისთან საუბრების ჩანაწერები არ აქვს

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჯეიმს კომისთან საუბრების ჩანაწერები არ აქვს. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ამ განცხადებით საკუთარი სიტყვები უარყო, რომელიც FBI-ის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ გააკეთა.

დონალდ ტრამპმა მაშინ, ჯეიმს კომი გააფრთხილა, რომ ვიდრე პრეზიდენტთან დაპირისპირებაზე მედიასთან ისაუბრებდა, უნდა გაეთვალისწინებინა, რომ შესაძლოა არსებობდეს მათი საუბრების ჩანაწერები.

ამ სიტყვების შემდეგ სენატორებმა, რომლებიც ტრამპის რუსეთთან შესაძლო კავშირებს იძიებენ, თეთრ სახლს ჩანაწერების გადაცემას მოსთხოვეს. დონალდ ტრამპის გარემოცვაში აცხადებენ, რომ ჩანაწერების არსებობის შესახებ განცხადება, ჯეიმს კომიზე გავლენის მოხდენას ისახავდა მიზნად, რომ FBI-ის ყოფილ ხელმძღვანელს სენატის საჯარო მოსმენაზე მხოლოდ სიმართლე ელაპარაკა.

დღის ამბები