07 ოქტომბერი 2024,   00:28
ვრცლად
დონალდ ტრამპს რობერტ მალერის მიუკერძოებლობაში ეჭვი ეპარება

დონალდ ტრამპს რობერტ მალერის მიუკერძოებლობაში ეჭვი ეპარება. რუსეთის საკითხებში სპეციალურ პროკურორთან დაკავშირებით, საკუთარი დამოკიდებულება შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ტელეკომპანია "Fox news"-სთვის მიცემულ ინტერვიუში გამოხატა.

ტრამპის თქმით, მალერის მეგობრობა FBI-ის ყოფილ დირექტორთან, ჯეიმს კომისთან შემაწუხებელია. რობერტ მალერი შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევისა და ტრამპის გარემოცვის რუსეთთან კავშირების შესახებ მიმდინარე გამოძიებას სწორედ კომის გათავისუფლების შემდეგ ხელმძღვანელობს.

დღის ამბები