07 ოქტომბერი 2024,   00:32
ვრცლად
ჩინეთში მეწყერში მოყოლილი 141 ადამიანის ბედი უცნობია

ჩინეთში მეწყერი გადაუღებელი წვიმების შედეგად, სიჩუანის პროვინციაში ჩამოწვა და 50-მდე საცხოვრებელი სახლი ქვეშ მოიყოლა. ამ დრომდე უცნობია მეწყერში მოყოლილი 141 ადამიანის ბედი. 

შემთხვევის ადგილზე მასშტაბური სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. რამდენიმე საათიანი ოპერაციის შედეგად ნანგრევებიდან და მიწის საფარიდან მაშველებმა მხოლოდ სამი ადამიანის ამოყვანა შეძლეს.

დაშავებულები, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვი, საავადმყოფოში გადაიყვანეს. სტიქიის ზონაში საავტომობილო მიმოსვლა შეჩერებულია.

 

ფოტო: REUTERS

დღის ამბები