07 ოქტომბერი 2024,   00:36
ვრცლად
ევაკუაცია ლონდონში - 800-მდე ოჯახი 5 მაღალსართულიანი კომპლექსიდან გამოიყვანეს

ლონდონში 5 მაღალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. 800-მდე ოჯახი კამდენის რაიონში დროებით თავშესაფრებში გადაიყვანეს.

ევაკუაციის მიზეზად შენობების ფასადის "გრენფელ ტაუერის" ანალოგიურობა დასახელდა. აღნიშნულ შენობებში ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა უსაფრთხოების სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა. შენობებს მომდევნო ერთი თვის განმავლობაში სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდება და ფასადები მთლიანად შეეცვლება.

ხანძარს გრენფელ ტაუერში 79 ადამიანი ემსხვერპლა. გუშინ ლოდნონის პოლიციამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ 24 სართულიან კომპლექსში ხანძრის გამომწვევი მიზეზი მაცივრის აალება გახდა. 

 

 

ფოტო: EPA

დღის ამბები