07 ოქტომბერი 2024,   00:36
ვრცლად
ტრაგედია თურქეთის აკვა პარკში - საცურაო აუზში ბავშვებს დენმა დაარტყა

ტრაგედია თურქეთის აკვა პარკში. საცურაო აუზში ბავშვებს დენმა დაარტყა. დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის სამი მოზარდი და ორი უფროსი. დაღუპულთა შორის არიან აკვა პარკის მეპატრონე და მისი შვილი, რომლებიც აუზში ბავშვების დასახმარებლად გადახტნენ.

მომხდარის შემდეგ პარკში დაუყოვნებლივ გამორთეს ელექტროენერგია, 5-ვე დაშავებული კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა ვერცერთის გადარჩენა შეძლეს.

დაღუპულები თურქეთის მოქალაქეები არიან. მომხდარის მიზეზების დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.

 

ფოტო: ANADOLU

დღის ამბები