07 ოქტომბერი 2024,   00:28
ვრცლად
საუდის არაბეთის სპეცსამსახურებმა მექაში მასშტაბური ტერაქტი აღკვეთეს

საუდის არაბეთის სპეცსამსახურებმა მექაში მასშტაბური ტერაქტი აღკვეთეს. თავდასხმას თვითმკვლელი ტერორისტი მუსლიმების წმინდა თვის, რამადანის დასრულების დღეს დიდ მეჩეთში გეგმავდა, რომლის ცენტრშიც ქააბა მდებარეობს.

დაკავების ოპერაციის დროს ეჭვმიტანილმა თავი აიფეთქა, რის შედეგადაც, შენობა ჩამოინგრა. დაშავდა 5 სამართალდამცველი და მექაში ჩასული 6 უცხოელი პილიგრიმი.

სპეცსამსახურების ვარაუდით, ტერაქტი საზღვარგარეთ დაიგეგმა. სამართალდამცველებმა კიდევ 5 ეჭვმიტანილი დააკავეს. 

 

ფოტო: theguardian.com

დღის ამბები