07 ოქტომბერი 2024,   00:37
ვრცლად
ალექსეი ნავალნის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება ოფიციალურად აუკრძალეს

რუს ოპოზიციონერს, ალექსეი ნავალნის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება ოფიციალურად აუკრძალეს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, მომავალი წლის არჩევნებში ოპოზიციის ლიდერი საკუთარი კანდიდატურის დაყენებას, სახელმწიფო ქონების მითვისების საქმეზე ნასამართლეობის გამო ვერ შეძლებს.

პარალელურად, მედია წერს, რომ 12 ივნისის აქციების შემდეგ, სოციოლოგიურმა სამსახურებმა, კრემლის დავალებით, ნავალნის საქმიანობის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულების მასშტაბური შესწავლა დაიწყეს.

გამოკითხვების თანახმად, ოპოზიციის ლიდერის მიმართ ცნობადობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში 10 პროცენტით გაიზარდა.

დღის ამბები