07 ოქტომბერი 2024,   00:30
ვრცლად
ესპანელმა სამართალდამცველებმა ტერორიზმში ეჭვმიტანილი მამაკაცი დააკავეს

ესპანელმა სამართალდამცველებმა ტერორიზმში ეჭვმიტანილი მამაკაცი დააკავეს. სპეცოპერაცია აფრიკის ხმელთაშუაზღვის სანაპიროზე, ესპანეთის ავტონომიურ ქალაქ მელილიაში ჩატარდა.

გამოძიების ცნობით, დაკავებული 40 წლის მამაკაცი, "ისლამური სახელმწიფოსა" და სხვა ტერორისტული დაჯგუფებებისთვის თანხებს იძიებდა და მოხალისეების გადაბირებაზე მუშაობდა.

კორპორატიული ქსელის მეშვეობით მებრძოლებმა 24 დანიური კომპანიისგან 8 მილიონ ევროზე მეტი მოიპოვეს. კონფლიქტის ზონაში საბრძოლველად კი ესპანეთიდან, გერმანიიდან და დანიიდან 10-ზე მეტი ადამიანი გაგზავნეს. 

დღის ამბები