07 ოქტომბერი 2024,   00:29
ვრცლად
ტყის ხანძრები ესპანეთში - საცხოვრებელი სახლები 1500-მდე ადამიანმა დატოვა

მასშტაბული ევაკუაცია გამოცხადდა ესპანეთის სამხრეთ რეგიონში ტყის ხანძრის გამო. საცხოვრებელი სახლები 1500-მდე ადამიანმა დატოვა. ამ დრომდე არ ვრცელდება ინფორმაცია გარდაცვლილთა და დაშავებულთა შესახებ. ცეცხლის ლოკალიზებას მეხანძრეებთან ერთად, მოხალისეებიც ცდილობენ.

ოპერაციაში ესპანეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავებიც მონაწილეობს. ხანძრის ლოკალიზებას ძლიერი ქარი და სიცხე უშლის ხელს.

დღის ამბები