07 ოქტომბერი 2024,   00:36
ვრცლად
ინდოეთში საბაგირო ვაგონი ჩამოვარდა - არის მსხვერპლი

7 ადამიანი დაიღუპა უბედური შემთხვევის შედეგად ინდოეთში. ჰიმალაის მთებში გაშენებულ ერთ-ერთ საკურორტო ზონაში საბაგირო გზის ბაგირს ძლიერი ქარის გამო მოგლეჯილი ხე დაეცა, რამაც ბაგირის გაწყვეტა და დიდ სიმაღლეზე მყოფი ვაგონის ჩამოვარდნა გამოიწვა. 7-ვე მგზავრი ადგილზე დაიღუპა.

სამაშველო ოპერაცია 100-მდე ვიზიტორის გადასარჩენად ჩატარდა, რომლებიც უბედური შემთხვევის გამო საბაგირო გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე, დიდ სიმაღლეზე რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ. 

დღის ამბები