07 ოქტომბერი 2024,   00:29
ვრცლად
ევროპამ რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი პოლიტიკა უნდა გაატაროს - ანდრეს ფოგ რასმუსენი

ევროპამ რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი პოლიტიკა უნდა გაატაროს - ეს განცხადება, ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა გააკეთა. 

„თავდაპირველად ჩვენ უნდა ვაჩვენოთ პუტინს ძალა, რასაც ის პატივს სცემს,“ - განაცხადა რასმუსენმა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ევროპას მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა ჰქონდეს, ატლანტიკური კავშირის რიგებში განხეთქილება არ უნდა მოხდეს.

გასულ თვეში რასმუსენმა ნატო-ს რუსული აგრესიის წინააღმდეგ ერთიანობისკენ მოუწოდა.

დღის ამბები