07 ოქტომბერი 2024,   00:25
ვრცლად
აშშ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გადაწყვეტილებას მომდევნო 2 თვის განმავლობაში მიიღებს

შეერთებული შტატები უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გადაწყვეტილებას მომდევნო 2 თვის განმავლობაში მიიღებს. უკრაინული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ ოფიციალურ კიევსა და შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვითი იარაღის მიწოდების შესახებ მოლაპარაკებები მისი ვაშინგტონში ვიზიტის დროს გაიმართა.

პოროშენკოს თქმით, შესაბამისი შეთანხმებების ხელმოწერა ამერიკის თავდაცვის მდივნის, ჯეიმს მეტისის უკრაინაში ვიზიტის დროს მოხდება.

ივლისში კიევში ასევე შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, რექს ტილერსონსა და ნატო-ს გენერალური მდივანს იენს სტოლტენბერგს ელოდებიან.

დღის ამბები