07 ოქტომბერი 2024,   00:34
ვრცლად
ლგბტ პირების უფლებების მხარდამჭერი აქცია სტამბოლში პოლიციასთან დაპირისპირებით დასრულდა

პოლიციასთან დაპირისპირებით დასრულდა ლგბტ პირების უფლებების მხარდამჭერი დემონსტრაცია სტამბოლში. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის ხელისუფლებამ მარშის ჩატარება აკრძალა, დემონსტრაციის მონაწილეები ტაქსიმის მოედანზე მაინც შეიკრიბნენ.

სამართალდამცველებმა მათ გზა გადაუკეტეს და მარშის ჩატარების საშუალება არ მისცეს.

პოლიციასთან დაპირისპირების გამო, დაკავებულია რამდენიმე აქტივისტი. აქციის დასაშლელად სამართალდამცველებმა რეზინის ტყვიები და ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს.

დღის ამბები