07 ოქტომბერი 2024,   00:22
ვრცლად
ალბანეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა

ალბანეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა. წინასწარი მონაცემებით, "სოციალისტური პარტია" საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობას მოიპოვებს.

მოქმედი პრემიერმინისტრის პარტია 140-დან 71 მანდატის მფლობელი იქნება. მეორე ადგილზე ოპოზიციური "დემოკრატიული პარტია" გავიდა.

ორივე ძალა ალბანეთის ევროკავშირში შესვლის მომხრეა. არჩევნებში მონაწილეობა სულ ამომრჩეველთა 45%-მა მიიღო, რაც რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია.

დღის ამბები