07 ოქტომბერი 2024,   00:28
ვრცლად
კოლუმბიაში ტურისტული გემი ჩაიძირა - დაკარგულია 16 ადამიანი, არიან დაღუპულებიც

კოლუმბიაში ტურისტული გემის ჩაძირვის შედეგად დაკარგულ 16 ადამიანს ეძებენ. ტრაგედიას, ოფიციალური მონაცემებით, 6 პირი ემსხვერპლა, 133 კი, მაშველებმა გადაარჩინეს. 20-ზე მეტი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

უბედური შემთხვევა საკურორტო ქალაქ გუატაპეს მახლობლად მოხდა. ბორტზე სულ 170-მდე ტურისტი იმყოფებიდა. გადარჩენილების თქმით, მათ ჯერ ძლიერი ხმაური გაიგეს, რის შემდეგაც გემი 5 წუთში ჩაიძირა. სამაშველო ოპერაციაში მყვინთავებთან ერთად, ავიაციაც მონაწილეობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები