07 ოქტომბერი 2024,   00:29
ვრცლად
საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრება - აშშ-ის უმაღლესმა სასამართლომ ტრამპის ბრძანება ნაწილობრივ აღადგინა

შეერთებული შტატების უმაღლესმა სასამართლომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანება საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების შესახებ ნაწილობრივ აღადგინა. დადგენილება, რომელიც ექვსი მუსლიმური ქვეყნის მოქალაქეებს შეერთებულ შტატებში შესვლას უკრძალავს, პრეზიდენტმა 6 მარტს გამოსცა.

ამერიკული სასამართლო ინსტანციების უმრავლესობამ ბრძანება დისკრიმინაციულად მიიჩნია და შეაჩერა. მორიგი მოსმენა ამ საკითხზე ოქტომბერში გაიმართება.

დღის ამბები