17 მაისი 2024,   15:27
ვრცლად
ცაგარელის 5 ნომერში მცხოვრებელები უკანონო მშენებლობას აპროტესტებენ

ცაგარელის 5 ნომერში მცხოვრებელები ამ წუთებში, უკანონო მშენებლობას აპროტესტებენ. ადგილობრივების განცხადებით, ცაგარელის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის ნაბართვა უკანონოდ გაიცა, რადგან გარშემო ბევრი ავარიული სახლია და მშენებლობა მათ საფრთხეს უქმნის.

„ამ სახლის აშენება არ შეიძლება. ჯერ , ეს სახლი არის ავარიული და მე უბრალოდ არ მესმის, ამ არჩევნების წინ რანაირად შეიძლება, რომ აქ მშენებლობა დაიწყო, საერთოდ არ ფიქრობს ეს ხალხი არაფერზე,“ - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი მაცხოვრებელი.

ახალი კორპუსის მშენებელი კომპანიის წარმომადგენელი, გრიგოლ ქოქოსაძე კი აცხადებს, რომ მშენებლობა სამართლიანად მიმდინარეობს და ნებართვა ზედამხედველობის სამსახურსაც გაცემული აქვს.

„ჩვენ დასკვნები ყველაფერი, რაც დაგვიკვეთეს, ყველაფერი გადახდილი გვაქვს, შეკვეთილი გვაქვს, მიღებული გვაქვს და ზედამხედველობის სამსახურს აქვს ხელზე. არავითარ უკანონოს არ ჩავიდენ და სამართლებრივად გვინდა, რომ სწორად იყოს ყველაფერი,“ - განაცხადა გრიგოლ ქოქოსაძემ.

დღის ამბები