07 ოქტომბერი 2024,   00:36
ვრცლად
ადამიანებისთვის მანქანის შეჯახების მცდელობა - ფრანგმა სამართალდამცველებმა მამაკაცი დააკავეს

ფრანგმა სამართალდამცველებმა მამაკაცი დააკავეს, რომელმაც პარიზის ერთ-ერთ გარეუბანში მეჩეთთან, ადამიანებისთვის მანქანის შეჯახება სცადა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

თავდამსხმელს ხელი სპეციალურმა დამცავმა ბარიერმა შეუშალა. მძღოლმა შემთხვევის ადგილიდან მიმავლა შეძლო, თუმცა პოლიციამ ის მოგვიანებით, საკუთარ სახლში დააკავა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი 43 წლის პარიზის მცხოვრებია და მას ისლამისტების მიერ წარსულში განხორციელებული ტერაქტების გამო შურისძიება სურდა.

დღის ამბები