07 ოქტომბერი 2024,   00:33
ვრცლად
მასშტაბური საპროტესტო მარში გაიმართა თურქეთში

მასშტაბური საპროტესტო მარში გაიმართა თურქეთში. რამდენიმე ათასი ადამიანი "სახალხო რესპუბლიკური პარტიის" საპროტესტო მსვლელობას შეუერთდა, რომელიც 2 კვირის წინ ანკარაში დაიწყო. აქციის მონაწილეები პარტიის წევრის დაპატიმრებას აპროტესტებდნენ, რომელსაც შპიონაჟის ბრალდებით სასამართლომ 25 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

მარშის მონაწილეებმა, რომლებიც სტამბოლის მიმართულებით ფეხით მიდიან, ამ დროისთვის 450 კილომეტრი უკვე გაიარეს. ორგანიზატორების თქმით, მარში სტამბოლის ციხესთან დასრულდება.

დღის ამბები