07 ოქტომბერი 2024,   00:23
ვრცლად
ნატოს წევრმა ქვეყნებმა ავღანეთში საერთაშორისო კონტინგენმტის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღეს

ნატოს მინისტერიალზე ალიანსის წევრმა ქვეყნებმა ავღანეთში საერთაშორისო კონტინგენმტის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღეს. მიზეზი ქვეყანაში გაუარესებული ვითარება და თალიბანის გავლენის გაძლიერება გახდა.

იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსის წევრმა და მისმა მოკავშირე 15-მა ქვეყანამ კონტინგენტის გაზრდაზე მზაობა განაცხადეს. ყველაზე მეტ სამხედროს ავღანეთში შეერთებული შტატები გაგზავნის.

სამიტის შემაჯამებელ კონფერენციაზე ჯეიმს მატისმა დიდი შეცდომა უწოდა 2014 წელს ავღანეთიდან ამერიკული კონტინგენტის გაყვანას. ამ პოზიციას არ დაეთანხმა ნატოს გენერალური მდივანი. სტოლტენბერგის თქმით, კონტინგენტის გაყვანა სწორი ნაბიჯი იყო.  

დღის ამბები