07 ოქტომბერი 2024,   00:26
ვრცლად
6 მუსლიმური ქვეყნის მოქალაქეები და დევნილები დღეიდან აშშ-ში მოხვედრას ვეღარ შეძლებენ

6 მუსლიმური ქვეყნის მოქალაქეები და დევნილები დღეიდან შეერთებულ შტატებში მოხვედრას ვეღარ შეძლებენ. ძალაში შევიდა დონალდ ტრამპის ბრძანებულება, რომელიც ირანის, ლიბიის, სირიის, სომალის, სუდანისა და იემენის მოქალაქეებს ამერიკაში შესვლას უკრძალავს.

გამონაკლისს დაუშვებენ მხოლოდ იმ პირებზე, რომლებსაც შეერთებულ შტატებში ახლო ნათესავები ჰყავთ და ბიზნეს კავშირები აქვთ. დანარჩენებზე ვიზებს საერთოდ არ გასცემენ.

დონალდ ტრამპის ბრძანებულება, რომელიც ქვეყანაში მუსლიმების შესვლას კრძალავდა, სასამართლოებმა შეაჩერეს, თუმცა პრეზიდნტის გეგმა უზენაესმა სასამართლომ რამდენიმე დღის წინ ნაწილობრივ აღადგინა.

დღის ამბები