06 ოქტომბერი 2024,   22:22
ვრცლად
შეიარაღებული თავდასხმა ნიუ-იორკის კლინიკაში - 1 მოკლული და 6 დაჭრილი

მსხვერპლი მოჰყვა შეიარაღებულ თავდასხმას ნიუ-იორკში. ბრონქსის ერთერთ კლინიკაში ფერადკანიანმა ექიმმა ცეცხლი გახსნა, ერთი ექიმი მოკლა, 6 ადამიანი დაჭრა და თავის დაწვა სცადა, თუმცა პოლიციის მხრიდან დაკავების მცდელობისას თავი მოიკლა.

პოლიცია თავდამსხმელის ვინაობას არ აკონკრეტებს, თუმცა მედიის ცნობით, ის ამავე კლინიკის ყოფილი თანამშრომელი, ჰენრი ბელო, აღმოჩნდა.

გამოძიებამ ტერაქტის ვერსია უკვე გამორიცხა.

ნიუ-იორკის მერის განცხადებით, მომხდარი თავდამსხმელისა და მისი კოლეგების პირად ურთიერთობებს უკავშირდება.

დღის ამბები