06 ოქტომბერი 2024,   22:21
ვრცლად
კალიფორნიის ჩქაროსნულ მაგისტრალზე მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა

კალიფორნიის ჩქაროსნულ მაგისტრალზე მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა.

ცესნა 310, რომლის ბორტზეც ორი ადამიანი იმყოფებოდა, ჯონ უეინის აეროპორტიდან აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა, რის შემდეგაც მას ცეცხლი მოედო.

აალებული თვითმფრინავიდან ბორტზე მყოფი პილოტები ერთ-ერთმა თვითმხილველმა - მეხანძრემ გადაარჩინა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

მომხდარის გამო, მსუბუქად დაშავდა ერთ-ერთი ავტომობილის ორი მგზავრი, რომელიც თვითმფრინავმა ჩამოვარდნისას დააზიანა.

ავიაკატასტროფის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

დღის ამბები