06 ოქტომბერი 2024,   22:32
ვრცლად
ავსტრალიაში ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს ორი ახალგზარდა დააკავეს

ავსტრალიაში ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს ორი ახალგზარდა დააკავეს. ეჭვმიტანილები სიდნეის გარეუბანში აიყვანეს.

ორივე დაკავებული 18 წლის არის. დაკავებულებს ბრალი 17 მუხლით წაუყენეს, მათ შორის, იარაღისა და ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობისთვის.

გამოძიების ცნობით, სპეცოპერაცია რაიმე კონკრეტულ საფრთხეს არ უკავშირდებოდა. ორივე დაკავებულს გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებაზე უარი უთხრეს.

დღის ამბები