”ქართული ოცნება” თბილისის მერობის კანდიდატად კახი კალაძეს ორ საათში ოფიციალურად წარადგენს. ენერგეტიკის მინისტრის საარჩევნო მარათონზე გადართვის საზეიმო ცერემონია მთაწმინდაზე 20:00 საათზე გაიმართება.
უკვე ცნობილია, რომ ვიცე-პრემიერი დედაქალაქისთვის საარჩევნო სლოგანით, „ჩემი ოცნების თბილისი“, იბრძოლებს. ვინ უხელმძღვანელებს მმართველი გუნდის კანდიდატის შტაბს, ჯერჯერობით არ სახელდება.