06 ოქტომბერი 2024,   22:30
ვრცლად
მიგრანტების კრიზისის გამო იტალიის ხელისუფლება პორტების დახურვით იმუქრება

მიგრანტების კრიზისის გამო იტალიის ხელისუფლება პორტების დახურვით იმუქრება. ოფიციალური რომი პრობლემის გადასაჭრელად ევროკავშირისგან დახმარებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხევაში არ გამორიცხავს, რომ სხვა ქვეყნის სამაშველო გემები პორტებში აღარ შეუშვას.

მხოლოდ წელს იტალიის ტერიტორიზე 80 ათასზე მეტი მიგრანტი გადავიდა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემებთან შედარებით 20 პროცენტით მეტია. იტალიის გაფრთხილების შემდეგ გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრები დღეს პარიზში საგანგებო შეხვედრას გამართავენ. მიგრაციის საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის შეფასებით, რაც იტალიაში ხდება ტრაგედიაა და ის მხოლოდ ერთი ქვეყნის პრობლემა ვერ იქნება. 

დღის ამბები