06 ოქტომბერი 2024,   22:31
ვრცლად
აშშ-ში ტრამპის საწინააღმდეგო აქციები გაიმართა - მომიტინგეები პრეზიდენტის იმპიჩმენტს ითხოვდნენ

ამერიკის შეერთებული შტატების დიდ ქალაქებში დონალდ ტრამპის საწინააღმდეგო აქციები გაიმართა. ნიუ იორკში, ლოს ანჯელესში, სან ფრანცისკოსა და ოსტინში ასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში და პრეზიდენტის იმპიჩმენტი მოითხოვა.

ისინი აცხადებდნენ, რომ დონალდ ტრამპი ფსიქიკურად გაუწონასწორებელია, ხოლო მისი ქმედებები პრეზიდენტის ინსტიტუტს აკნინებს.

სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, ბოლო პერიოდში ტრამპის რეიტინგი მკვეთრად დაეცა. ავტორიტეტული სოცილოგიური კომპანია გელაპის მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, ამერიკელთა 57% პრეზიდენტის მუშაობით უკმაყოფილოა.

დღის ამბები