06 ოქტომბერი 2024,   22:28
ვრცლად
არაბულმა ქვეყნებმა ყატარს ულტიმატუმის ვადა გაუხანგრძლივეს

არაბულმა ქვეყნებმა ყატარს ულტიმატუმის ვადა გაუხანგრძლივეს. მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ოფიციალურ დოჰას დამატებით 48 საათი აქვს.

საუდის არაბეთი, არაბეთის გაერთიანებული საიმიროები, ბაჰრეინი და ეგვიპტე ყატარს 13 მოთხოვნას უყენებენ, მათ შორისაა ტელეკომპანია "ალ-ჯაზირას" დახურვა, ირანთან დიპლომატიური კავშირის გაწყვეტა და თურქეთთან სამხედრო თანამშრომლობის შეჩერება.

ოფიციალური დოჰა ულტიმატუმის პირობებს "არარეალისტურს" უწოდებს.

4-მა ქვეყანამ ყატართან დიპლომატიური ურთიერთობა 5 ივნისს შეწყვიტა. მათ დოჰა არაბულ სახელმწიფოებში შიდა პოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაციასა და ტერორიზმის მხარდაჭერაში დაადანაშაულეს. 

დღის ამბები