06 ოქტომბერი 2024,   22:25
ვრცლად
საფრანგეთში მეჩეთიდან გამოსულ მუსლიმებს ცეცხლი გაუხსნეს - დაშავებულია 8 ადამიანი 

თავდასხმა საფრანგეთში - ქალაქ ავინიონში ორი შეიარაღებული პირი მანქანიდან გადმოვიდა და მეჩეთიდან გამოსულ მუსლიმებს ცეცხლი გაუხსნა. დაშავდა 8 ადამიანი, ერთი 7 წლის ბავშვია.

გამოძიება ტერორიზმის მუხლით არ მიმდინარეობს. ფრანგული მედიის ცნობით, თავდასხმა ორ ახალგაზრდას შორის პირადი დაპირისპირების შედეგია.

ეს უკვე მეორე ინციდენტია, რომელიც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მუსლიმურ სალოცავთან მოხდა.

4 დღის წინ პარიზის გარეუბანში მამაკაცმა მეჩეთიდან გამოსული ხალხისთვის მანქანის შეჯახება სცადა, თუმცა ის ადგილზე დააკავეს.

დღის ამბები