საინვესტიციო ჯგუფი “ბიჯეო“ ფუნქციონირებას ორი დამოუკიდებელი კომპანიის სახით განაგრძობს. ერთი კომპანია საბანკო, ხოლო მეორე საინვესტიციო ბიზნესის მიმართულებით იმუშავებს.
ორივე კომპანიას ცალ-ცალკე მენეჯმენტი ეყოლება და ორივე მათგანის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე იქნება განთავსებული.
„ბიჯეო“ ჯგუფის განცხადებით, ორი დამოუკიდებელი კომპანიის ჩამოყალიბება, მას ბიზნეს მიმართულებით მეტ შესაძლებლობებს გააჩენს.