06 ოქტომბერი 2024,   22:22
ვრცლად
დიდ ბრიტანეთში გასართობი ცენტრი დაიწვა

ძლიერი ხანძარი დიდ ბრიტანეთში. ქალაქ სეინტ ჰელენში გასართობი ცენტრი დაიწვა.
ცეცხლი პეინტბოლის დარბაზს მაშინ გაუჩნდა, როდესაც იქ ადამიანები იმყოფებოდნენ. ადგილზე მობილიზებულმა მაშველებმა შენობიდან ისინი დროულად გაიყვანეს, რის გამოც ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ძლიერი კვამლის გამო სამართალდამცველები ადგილობრივ მოსახლეობას ქუჩაში გამოსვლიგან თავის შეკავებას ურჩევდნენ.

დღის ამბები