06 ოქტომბერი 2024,   22:30
ვრცლად
ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტის გამოცდას აშშ, იაპონია და სამხრეთ კორეა ეხმაურება

ჩრდილოეთ კორეამ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა წარმატებით გამოსცადა. რაკეტის გაშვებას პირადად ქვეყნის ლიდერი ადევნებდა თვალს და ის იაპონიის ზღვაში ჩავარდა.

ჩრდილო კორეის სახელმწიფო ტელეარხის ცნობით, რაკეტამ 2 ათას 800 კილომეტრის სიმაღლეს მიაღწია და 933 კილომეტრი იფრინა.

ფხენიანის მორიგ გამოცდას გამოეხმაურა შეერთებული შტატები იაპონია და სამხრეთ კორეა, რომელმაც გაეროს უშიშროების საბჭოს ფხენიანის წინააღმდეგ სათანადო ზომების მიღებისკენ მოუწოდა.

დღის ამბები