06 ოქტომბერი 2024,   22:22
ვრცლად
დიდი ოცეულის სამიტის წინ გერმანიამ საზღვრებზე კონტროლი გააძლიერა

დიდი ოცეულის სამიტის წინ გერმანიამ საზღვრებზე კონტროლი გააძლიერა. სამართალდამცველები საგუშაგოებზე მანქანებს სპეციალური მოწყობილობების დახმარებით ამოწმებენ.

მსოფლიოს წამყვანი 20 ქვეყნის ლიდერთა შეხვედრა ჰამბურგში 7-8 ივლისს გაიმართება. იგეგმება ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის პირველი პირისპირ მოლაპარაკებაც.

გავრცელებული ცნობით, პრეზიდენტები ილაპარაკებენ უკრაინის კრიზისზე, სირიის ომზე და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზეც.

სამიტს ანგელა მერკელი გაუძღვება, რომელიც აცხადებს, რომ ბევრ საკითხზე შეთანხმების მიღწევა მოსალოდნელი არ არის.

დღის ამბები