06 ოქტომბერი 2024,   22:23
ვრცლად
ჰამბურგში დიდი ოცეულის სამიტისთვის მზადება საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობს

ჰამბურგში დიდი ოცეულის სამიტისთვის მზადება საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობს.

ქალაქში, სადაც მსოფლიოს ლიდერები უახლოეს დღეებში შეიკრიბებიან, გლობალიზაციის მოწინააღმდეგეებმა მიტინგი გამართეს. პოლიციამ მათ დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა.

სამართალდამცველები უახლოეს დღეებში ვითარების გამწვავებას ელოდებიან, რის გამოც ჰამბურგში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.

ქალაქში 20 ათასზე მეტი პოლიციელი სხვადასხვა რეგიონებიდანაა მობილიზებული. დიდი ოცეულის სამიტი ჰამბურგში 7-დ და 8 ივლისს გაიმართება.

დღის ამბები